Foto

სააკაშვილი - მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, ქვეყნის გადასარჩენად თავი გავწირე

მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, ქვეყნის გადასარჩენად თავი გავწირე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის არ ეგუება პუტინის პირად პატიმრობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მას ქართველი ხალხის დახმარებისა და გვერდში დგომის იმედი აქვს. 

"იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა "თავისუფლება" არ ემეტება და მხოლოდ "ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება. მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ "გასამართლებული" და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიეტუვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას. ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას! ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე", - წერს სააკაშვილი.