დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს არ სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მის მხარდამჭერ აქციას.
გვარამიამ ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რომ რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავები ცარიელები დაფრინავენ.
"დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს არ სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა. ცალკე განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ "აზიმუტის" თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს. არც მიტინგებზე გავიდნენ, მაგრამ არც თვითმფრინავებში ჩასხდნენ. მთავარი ზუსტად ესაა: არ არსებობს არანაირი ბმა ქართველებსა და რუსებს შორის, უბრალოდ, ბუნებაში აღარ არსებობს, სამუდამოდ ჩაჭრილია აღუდგენელად. ვერ შეცვლის ამას ივანიშვილი და მისი ამქარი, რაც არ უნდა ქნას, ვერ შეცვლის", - წერს ნიკა გვარამია.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press