რუსეთმა კიევზე ღამით მასიური საჰაერო იერიში განახორციელა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 ჰოსპიტალიზებულია, 3 პირს კი, ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
კლიჩკოს თქმით, გოლოსეევსკის რაიონში დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ბოლო ორ სართულზე ხანძარი გაჩნდა. შენობიდან 20-ზე მეტი მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის ადგილზეა სამაშველო სამსახური და მაშველები ნანგრევებში შესაძლო მოყოლილებს ეძებენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მათ შორის პეჩერსკის, დარნიცკის, დნეპროს, პოდილსკისა და სვიატოშინის რაიონებში.
თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კერძო მანქანები. რაკეტის ნამსხვრევები კერძო სახლისა და ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზეც ჩამოვარდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press