Foto

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს კეტავს რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის

1-ელი ივნისიდან პოლონეთი, რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის, ბელარუსთან საზღვარს კეტავს. 

პოლონური მედიის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ ხელი უკვე მოაწერა. 

გადაწყვეტილების თანახმად, პოლონეთი თავის ტერიტორიაზე ბელარუსიდან არ შეუშვებს რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებულ სატვირთო მანქანებს, მისაბმელიანებსა და ნახევრადმისაბმელიანებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 365 ბელარუსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციების პაკეტთან ერთად მოამზადა.