აქ კობახიძე რაღაც მათემატიკურ ანგარიშგებას რომ წარმოადგენდა იმის შესახებ, რომ თურმე, უფრო მომგებიანი ყოფილა რუსეთთან ყოფნა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, არაფერი რომ არ იცის, გავიგეთ, მათემატიკაშიც ძალიან სუსტი ყოფილა და ფაქტობრივი სისულელეები ილაპარაკა ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს შეკითხვით მიმართა:
"აქ კობახიძე რაღაც მათემატიკურ ანგარიშგებას რომ წარმოადგენდა იმის შესახებ, რომ თურმე, უფრო მომგებიანი ყოფილა რუსეთთან ყოფნა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, არაფერი რომ არ იცის, გავიგეთ, მათემატიკაშიც ძალიან სუსტი ყოფილა და ფაქტობრივი სისულელეები ილაპარაკა იმის შესახებ, რომ თურმე, რა მომგებიანი შეიძლება იყოს ეს ამბავი, მაგრამ მათემატიკა რომ გვერდზე გადავდოთ, რას ეუბნება და რას ეუბნებით, ვინც ტაშს უკრავთ კობახიძეს - რას ეუბნებით გიორგი ანწუხელიძეს, მის შვილებს, შმაგი ანწუხელიძეს?" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და მას მოღალატეობრივი უწოდა.
"ძალიან მძიმე იყო საქართველოს პრემიერის სტატუსით მოძრავი ადამიანის განცხადებების მოსმენა მორიგი გლობალური სამიტიდან, სადაც მან არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებასა და სურვილზე გამოხატა უარი, არამედ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი. ძალიან მძიმეა, ისმენდე ასეთ ნათელ, მკაფიო, დიახ მოღალატეობრივ გზავნილებს ასეთ საერთაშორისო ტრიბუნიდან. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ბრიუსელში გააჟღერებს, რა სურს ქართველ ხალხს - არა ხელისუფლებას, რომელიც დროებითი და წარმავალია, არამედ ქართველ ხალხს",- თქვა ნაცვლიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press