უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-ისგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს, გამოფხიზლების დროა, - ასე გამოეხმაურა ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი, ბობ ჰამილტონი ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.
როგორც ჰამილტონმა აღნიშნა, იმ დახმარების ფონზე, რასაც აშშ საქართველოს უწევს, ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატო-ს გაფართოებას აბრალებს, ხოლო აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნატო-ს კანდიდატი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატო-ს გაფართოებას აბრალებს. მისმა მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აშშ დაადანაშაულა ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში, თუმცა უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-საგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს. გამოფხიზლების დროა", - წერს ჰამილტონი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.
ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press