რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა, ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებული აფხაზეთი, როგორც ცალკეული ქვეყანა, დაამატა.
აქამდე ავიაკომპანიის ვებგვერდზე აფხაზეთი არ იძებნებოდა და დღეს ქვეყნების ჩამონათვალს ოკუპირებული რეგიონიც დაემატა.
19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.
ცნობისთვის, სარეგისტრაციო ქვეყნების გრაფაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსულ ავიაკომპანია "აზიმუტსაც" ჰქონდა მითითებული.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press