სოხუმის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე ე.წ. ოპოზიციის „სახალხო აქცია“ მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ეწინააღმდეგებიან კანონს „ბინების ლეგალიზაციის, აფხაზეთის დასახლების, აფხაზური მიწების განაწილებისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის“ შესახებ.
სოხუმის ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები გატარდა, დამონტაჟდა ლითონის ღობეები, მავთულხლართები და განთავსდა ავტობუსები.
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია "სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს" შეხვდა და აქციაზე, მართლწესრიგის დაცვაზე ისაუბრა.
„ვავალებ სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის მკაცრი დაცვით, გამოირიცხონ შესაძლო სამართალდარღვევები და პროვოკაციები, ხოლო მათი წარმოშობის შემთხვევაში მიიღონ სამართლებრივი ზომები“, - განაცხადა ბჟანიამ
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press