ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მიშელმა აღნიშნა, მან საქართველოს პრეზიდენტს ევროპული მომავლის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
"ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია. კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს პრეზიდენტს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია ევროკავშირის ოჯახისკენ თქვენს გზაზე", - წერს მიშელი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press