Foto

კლევერლი - უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს ძალა თავის საზღვრებს მიღმა, რათა რუსეთის უნარს ძირი გამოუთხაროს

უკრაინას უფლება აქვს დაიცვას თავი საზღვრებს მიღმა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ესტონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კლევერლიმ აღნიშნა, უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალა საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალა უკრაინაში.

„უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება საკუთარ საზღვრებში თავის დაცვის, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა თავისი საზღვრების მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალები უკრაინაში“, - განაცხადა კლევერლიმ.