რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შესახებ განაცხადა. როგორც გლადკოვმა Telegram-ზე დაწერა, ადგილობრივი დროით, 3:15 საათზე ქალაქზე მასიური დარტყმა განხორციელდა.
გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიაი დაშავდა.
"ორი სასწრაფოდ გადაიყვანეს ბელგოროდის საავადმყოფოში. მამაკაცს ჭრილობები კისრისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული, მდგომარეობა მძიმეა. ქალს ჭრილობები მკლავისა და წინამხრის არეში აქვს მიყენებული. ექიმები ახლა ყველა საჭირო გამოკვლევას უტარებენ. კიდევ ორმა ქალმა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე, მათ დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს",- წერს გლადკოვი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და მანქანები დაზიანდა.
გლადკოვის ინფორმაციით, შებეკინსკისა და გრეივორონსკის რაიონებიდან ბავშვების ევაკუაცია იწყება, პირველი 300 ბავშვი კი, ვორონეჟში გაიგზავნება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press