Foto

კობახიძე - თუ პრეზიდენტი გააკრიტიკებს ქვეყნას, ეს იქნება ძალიან სამწუხარო - მოვისმენთ და მოვიწყენთ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებებს გააკეთებს.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენელებს უთხრა, "სამწუახრო იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს".

"დავიტოვებ იმედს, გვაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, მით უმეტეს პრეზიდენტისგან მოვისმინოთ ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, მით უმეტეს მაღალი ტრიბუნიდან. დავიტოვოთ ამის იმედი და ვნახოთ, როგორი იქნება ამ შემთხვევაში განცხადებები. თუ გააკრიტიკებს ქვეყნას, თუ დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იქნება ძალიან სამწუხარო",- განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვას, ევროპარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკის შემთხვევაში, რა ნაბიჯს გადადგამს მმართველი პოლიტიკური გუნდი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ასე უპასუხა:

"მოვისმენთ და მოვიწყენთ".

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს.