პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა სრული სიმართლე - ახლი რა გაიგონეთ?! - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც გომელაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ის, რაც ღარიბაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ნატო-სთან დაკავშირებით თქვა, მსოფლიო ლიდრებს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ აღუნიშნავთ.
"ვუსმინე, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს, ილაპარაკა სრული სიმართლე, ეს ახალი არა იყო, მე მგონი, პირველად არ გაუჟღერებიათ, ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ ნატო-ს გამო, ჩვენ ვიომებთ, არ დავიხევთ უკან. ვითომ პირველად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვითომ - ისე შეფუთეს, სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს და ეს გაიმეორა ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა. ახლი რა გაიგონეთ?! ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო. მთავრობის მეთაურმა დისკუციის დროს განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press