Foto

ხაბეიშვილი - ზურაბიშვილი არ იმსახურებს, რომ წარმოადგენდეს ქართველ ხალხს, სანამ მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს

ვწუხვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ვიდრე პრეზიდენტი "მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს, არ იმსახურებს, ქართველ ხალხს წარმოადგენდეს".

„ვწუხვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს. ერთია, რომ ის „რუსული ოცნების“ რიტორიკას არ ემთხვევა, მაგრამ მოქმედებით აბსოლუტურად ერთნაირად მოქმედებენ და სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო წარმოადგინოს, მაშინ უნდა გადადგას ევროპული ნაბიჯები და მარტო საუბარი არ კმარა.

მას შეუძლია გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ევროპას უთხრას, რომ ის ევროპულად არა თუ საუბრობს, არამედ ფიქრობს და მოქმედებს. მანამდე მგონია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე ე.წ. თამაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს, რომ წარმოადგენდეს ქართველ ხალხს, სანამ მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.