ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
როგორც კირბიმ აღნიშნა, აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის იმის მიწოდებას რაც სჭირდება ტერიტორიების დასაცავად, თუმცა არ დაუჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმას.
„ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება. ბოლო 15 თვის განმავლობაში, ჩვენ უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში ვეხმარებით. რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ არ გვინდა წავახალისოთ ან ხელი შევუწყოთ თავდასხმებს რუსეთის შიგნით, რადგან არ გვინდა ვიხილოთ ომის ესკალაცია“, - განაცხადა კირბიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press