რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
როგორც სინეგუბოვი აღნიშნავს, მომხდარის შედეგად დაიღუპა 60 წლის მოქალაქე და დაშავდა 1 ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური.
"დღეს ისევ ცეცხლის ქვეშაა ქალაქი ვოლჩანსკი. სამწუხაროდ, დარტყმა იყო კერძო სახლზე. დაიღუპა 60 წლის მოქალაქე, დაშავდა 1 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. ინფორმაცია ზუსტდება", - განაცხადა სინეგუბოვმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press