მას შეეძლო, პირდაპირ, დღესვე ეთქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა ნიკა გვარამია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს შეეძლება თქვას, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თავისი აგური დადო.
“მას შეეძლო, პირდაპირ, დღესვე ეთქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა ნიკა გვარამია. როდესაც ის ახლა ამბობს, რომ მე ვინმეზე ზეწოლის გარეშეც შემიძლია შევიწყალო და ირიბად რაღაცას გულისხმობს, ეს არის დაგვიანებული. თუ ის ნიკა გვარამიას შეიწყალებს მაშინ, როდესაც დაახლოვდება სტატუსის მიღების საკითხი და მას უნდა, რომ თავისი აგური დადოს ამ ქმედებით, ეს იქნება ძალიან ცუდი, ვინაიდან, ეს არის არაჰუმანური, უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამომწყვდევა და ეს არის დაგვიანებული, ყოველ შემთხვევაში, ამას არავინ დაუფასებს”, - განაცხადა გოცირიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press