ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს მთავრობას და ნამდვილად გავოცდით პრემიერ ღარიბაშვილის ფონზე, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრეი კუბილიუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.
"ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს მთავრობას და ნამდვილად გავოცდით პრემიერ ღარიბაშვილის ფონზე. მან განაცხადა, რომ რუსეთის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ დაიწყო მან ომი და შესაბამისად, მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება. საქართველო მუდმივად ითხოვდა NATO-ს წევრობას და შესაბამისად, ძალიან გამიკვირდა, უცნაური იყო მისი ასეთი განცხადება.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვეთანხმებით საქართველოს მთავრობის პოზიციას", - განაცხადა კუბილიუსმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press