თუ მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, მაშინ, პრეზიდენტმა თავისი სიტყვები უნდა გაამყაროს საქმით, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.
"თუ პრეზიდენტი გულწრფელია თავის სიტყვებში, თუ მართლა ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი არის უმნიშვნელოვანესი და თუ მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, მაშინ, პრეზიდენტმა თავისი სიტყვები უნდა გაამყაროს საქმით. ამისთვის მან უნდა გააკეთოს შემდეგი: შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმარი, ნიკა გვარამია", - განაცხადა წითლიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press