ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ ჯერ და ჯობია გამიცნონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის თავისი გამოსვლით კმაყოფილია.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უახლოეს თვეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
"მე როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი. და საერთოდ ოპტიმიზმი ამართლებს და მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხვედრები [ბრიუსელში] გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტები. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგა ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და თავისი დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსი არის, რომ ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის ნამდვილად", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press