ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა.
კრამონმა ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში მტკიცე მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოუცხადა.
"სუფთა ჰაერივითაა ბოლოს და ბოლოს მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც წარმოადგენს ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას. ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსი საქართველოს", - წერს კრამონი.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press