გამორჩეული სიტყვით გამოსვლა ჰქონდა, ძალიან მკაფიო იყო უკრაინასთან, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობასთან, ევროპულ გზასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა.
როგორც გალერმა აღნიშნა, ევროპარლამენტი ისურვებდა, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს თავისი ბერკეტი და გაათავისუფლოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ვინაიდან მას ბრალი არაფერში მიუძღვის და ამასთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაშია.
„პრეზიდენტმა ფეხზე წამოდგომით ტაში დაიმსახურა და ვფიქრობ, იყო თამამი სიტყვა, მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკისა და იმ ეჭვების გათვალისწინებით, რომლებიც ამ პოლიტიკის გამო წარმოიშვა. ის ძალიან მკაფიო იყო უკრაინასთან, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობაზე, ძალიან მკაფიო იყო ევროპულ გზასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ასევე ძალიან მკაფიო იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველო ჩვენს ფიქრებშია და მოვითხოვთ, შესრულდეს 12 პირობა. ეს არის ამოცანა მთავრობისთვის, მმართველი პარტიისთვის, რომ აღასრულონ ხალხის ნება“, - განაცხადა მაიკლ გალერმა.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press