Foto

მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი მხარდამჭერების წინაშე 7 ივნისს, აიოვას შტატში წინასაარჩევნო კამპანიისთვის შექმნილი ვიდეორგოლითა და სიტყვით წარსდგება.

პენსი არჩევნებში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება. ამ დროის მონაცემებით, პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისიც იბრძოლებენ.