უკრაინა მზად არის, იყოს ნატო-ში - ჩვენ ველოდებით, როდის იქნება ნატო მზად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და მისი მეზობლებისთვის "ძალიან მნიშვნელოვანია".
"ვფიქრობ, უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის, მოლდოვისთვის - რუსეთისა და მათი აგრესიის გამო უკრაინაში და პოტენციური აგრესიის გამო ევროპის მათი ნაწილისთვის",- თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მოლდოვა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტს მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პირადი მონაწილეობა სამიტში ოფიციალურად ბოლო დრომდე უსაფრთხოების მიზნით არ დასტურდებოდა.
სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. მთავრობის მეთაური მოლდოვაში გუშინ, 31 მაისს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press