არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და უნამუსოდ უსამართლო, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, მეორე სამიტის ფარგლებში გაკეთებულ განაცხადებებს.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მმართველ პარტიას აქვს ფიქრის საფუძველი, რომ ზელენსკის დამოკიდებულება არის მიკერძოებული, რომელიც მიმართულია ოპოზიციის მხარდასაჭერად, ამის მიზანი კი, საქართველოს ომში ჩართვაა.
"მონობა რაში დაინახა, რას გულისხმობს? არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელიც მიმართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს. ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში", - ასე გამოეხმაურა
ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველო და ბელარუსი "სხვადასხვა გზით უკანონობაში ჩაითრიეს".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press