Foto

სტოლტენბერგი - თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, სანდო ზომები უნდა იყოს მიღებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უსაფრთხოება ომის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ როდესაც ის დასრულდება, სანდო ზომები გვექნება მიღებული უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მომავალში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

„თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება, ეს გააგზავნის გზავნილს, რომ როდესაც ავტორიტარული ძალები იყენებენ სამხედრო ძალას, ისინი იღებენ იმას, რაც სურთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.