ვიღაცას სანქციას რომ მადებს, ეს არის უკვე კომედია, უფრო სწორად, ტრაგიკომედია, - ასე გამოეხმაურა "საქართველო-რუსეთის" მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელი, ვალერი კვარაცხელია უკრაინის მიერ მისი შვილის კომპანიისა დასანქცირებას.
როგორც ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, უკრაინა უკვე განადგურებულია "საკუთარი ხელისუფლების აბსოლუტურად სულელური და მავნებლური საქციელების გამო".
"ვიღაცა სანქციას რომ მადებს, ეს არის უკვე კომედია. უფრო სწორად, ტრაგიკომედია, იმიტომ, რომ უკრაინა დასანქცირებული კი არ არის, უკვე განადგურებულია - საკუთარი ხელისუფლების აბსოლუტურად სულელური და მავნებლური საქციელის გამო. უკრაინა დაღუპეს, მიწასთან გაასწორეს და ახლა სხვას უწესებს სანქციას, ნუ, რავიცი, აბა. ვის აინტერესებს დღეს უკრაინა. საქართველოს როგორ ასანქცირებს უკრაინა, ეგ მაინტერესებს. რას იზამს მერე, რა არის ეს სანქციები?", - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press