ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ტობიას ელვუდი ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
როგორც ელვუდიმ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს სჭირდება, რომ დადგეს სიმართლის მხარეს იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარეს ეცადოს პოზიციონირებას.
"ვფიქრობ, თქვენი პრემიერ-მინისტრი ცდილობს, ერთდროულად ორივე მხარეს სვლას. მას სჭირდება, დადგეს სიმართლის მხარეს იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარეს ეცადოს პოზიციონირებას. იკვეთება პრეზიდენტ პუტინის იმპერიალისტური ზრახვები და ის ცდილობს, რომ დასავლეთის ერთიანობა გატეხოს, როცა საქმე ეხება უკრაინისადმი მხარდაჭერას. მე მაქვს მარტივი შეკითხვა პრემიერმინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით: თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინაში ტერიტორიების შენარჩუნებას, სად წავა ის შემდეგ? რა თქმა უნდა, თავს დაესხმება საქართველოს, ამიტომ მე ვთხოვ პრემიერმინისტრს რომ გადაიაზროს თავისი განცხადება", - განაცხადა ტობიას ელვუდიმ "ფორმულასთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press