პარლამენტთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისი მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.
როგორც თვითმხილველი რაფიელ კაკაბაძე აცხადებს, როგორცკი ბექა გრიგორიადისმა დააპირა კარვის გაშლა, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით წაართვეს და შემდეგ დააკავეს.
"მეხუთე დღეა ლაზარე გრიგორიადისის მამა, მის თანამოაზრებთან ერთად, პარლამენტის უკან ათენებს ღამეს. შსს ყოველ ჯერზე ძალადობრივად გვართმევს კარავს. გამოვიდეთ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ რუსული რეჟიმის უკანონო საქციელი და ხვალ იგივე არ განმეორდეს. ჩვენი შვილები იმსახურებენ სამართლიან, თავისუფალ გარემოს და არა რუსულ რეჟიმს", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press