უკრაინა და მისი მოკავშირეები ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც შოლცმა აღნიშნა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის ნატო-ს წევრობაზე მსჯელობა ვერ შედგება, მთავარი მიზანი კი უნდა იყოს ფოკუსირება იმ საკითხზე, თუ როგორ და რა კუთხით შეიძლება უკრაინის დახმარება.
"ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ უკრაინის წევრობაზე... ჩვენ ყველა უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას", - აღნიშნა შოლცმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press