ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საბრძოლო მასალისა და რაკეტების ევროპული წარმოების გაზრდას გულისხმობს.
უკრაინული მედიის ცნობით, ევროკომისიამ კანონპროექტი მიმდინარე წლის 3 მაისს წარადგინა და მაისშივე კანონპროექტის მიღების დასაჩქარებლად, ევროპარლამენტარები გადაუდებელი პროცედურის დაწყებაზე შეთანხმდნენ.
"დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი კავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის, რუსეთის წინააღმდეგ... პარლამენტი საბჭოსთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას",- აცხადებს ევროპარლამენტის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელი კრისტიან ბუშოი (EPP, რუმინეთი).
კანონპროექტი 446 ხმით მიიღეს, 67 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 112-მა თავი შეიკავა. ამის შემდეგ, ევროპარლამენტარები დაიწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირის საბჭოსთან, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, რომელსაც ევროდეპუტატები კენჭს ივლისში, პლენარულ სხდომაზე უყრიან.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press