უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, შემტევი მხარე სამჯერ მეტ ზარალს განიცდის, ვიდრე ის, ვინც თავს იცავს.
„ასეთ პირობებში დიდი სამხედრო შეტევის დაწყება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც მოწინააღმდეგე მხარის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია, არის სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის მოწყობა. საუკეთესო შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ბრძოლის ველზე უკეთესი შედეგის მიღწევა, ვიდრე უკრაინის თვალსაზრისით შეიძლებოდა მიღწეულიყო ომამდე მოლაპარაკებებით",- განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press