თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება.
როგორც პრაიდის ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული, წელს თბილისი პრაიდის კვირეული პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს მოიცავს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.
"სიყვარულს ვერ დაამარცხებ!
თბილისი პრაიდის ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება.
პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას.
გვჯერა, რომ 2023 წლის თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარებით
წელს, თბილისი პრაიდის კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.
შემოგვიერთდით! მიიღეთ მონაწილეობა 2023 წლის პრაიდის კვირეულში და მხარი დაუჭირეთ ქვიარ ადამიანების ღირსეულ ცხოვრებასა და თანასწორობას საქართველოში",- ნათქვამია განცხადებაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press