ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის კონფლიქტისადმი სომხეთის მიდგომაში არსებობს გარკვეული ნიუანსი, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას უპირობოდ აგრძელებს.
„ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის კონფლიქტისადმი სომხეთის მიდგომაში არსებობს გარკვეული ნიუანსი, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ჩვენ ისინი ვიცით.
მოსკოვი ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას უპირობოდ აგრძელებს“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სომხეთის ურთიერთობაზე მოქმედებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press