ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა.
ჯო ბაიდენის თქმით, ნატო ახლა უფრო ერთიანია, ვიდრე ის ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო და პირობას დებს, რომ ალიანს მალე შვედეთიც შეუერთდება.
"ნატო უფრო ენერგიული და ერთიანია, ვიდრე ის იყო ბოლო ათწლეული. ახლა უფრო ძლიერია ჩვენს უახლოეს მოკავშირესთან ფინეთთან ერთად და რაც შეიძლება მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. პირობას ვდებ, ასე მოხდება", - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press