ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ეს [უკრაინის] საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში, როდესაც უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა ჰქონდა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალესანდრ ლუკაშენკომ დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უწყებებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ის ეთანხმება ვლადიმერ პუტინს იმაში, რომ უკრაინაში ომი მათ არ დაუწყიათ და ეს 2014 წლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
„ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ალბათ, ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ეს საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში, როდესაც უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა ჰქონდა. ყველას სურდა როგორმე მშვიდობიანი გზით მოგვარება და მათ ამ დროის განმავლობაში შექმნეს საბრძოლო მზადყოფნით შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press