ის, ვინც ნატოს გაფართოებასა და ესკალაციაში ადანაშაულებს, იმ იმპერიალისტურ იდეოლოგიას იმეორებს, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს,- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, რუსეთის უსაფრთხოებას არა ნატო, არამედ რუსული იმპერიალიზმი ემუქრება.
"უნდა ვიმუშაოთ, რომ არ გავრცელდეს რუსული ნარატივები, რომ თითქოს უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი ნატოა. უკრაინა თავს იცავს, ნატოს წევრები კი მას თავდაცვაში ეხმარებიან...
რუსეთის უსაფრთხოებას არა ნატო, არამედ რუსული იმპერიალიზმი ემუქრება. ჩვენ ყველამ ხელი უნდა შევუშალოთ ამ იმპერიალისტურ მსოფლმხედველობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარეს მსოფლიოში გავიღვიძებთ",- ამბობს კალასი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press