„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ოფიციალური წერილით მიმართეს.
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წვრის, გიორგი ლომიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ინტერესით და პოლიტიკური მიზანშეწონილობით უნდა იხელმძღვანელოს.
"კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ჩვენ დასაბუთებას და ვთხოვთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, იმაზე, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ, მიუხედავად იმისა იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მოვუწოდებთ მას, იხელმძღვანელოს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მიუხედავად თავისი პირადი შეხედულებებისა ამ საქმესთან დაკავშირებით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია",- განაცხადა ლომიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის" დამფუძნებლი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press