Foto

ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.

როგორც ანუსაუსკასმა აღნიშნა, დახმარების ახალი პაკეტი მილიონობით საბრძოლო მასალასა და დრონების წინააღმდეგ საბრძოლველ საშუალებებს მოიცავს.

"დახმარების პაკეტი მოიცავს მილიონობით საბრძოლო მასალას და დრონების წინააღმდეგ საბრძოლველ საშუალებებს. ორ კვირაში, რამშტეინის ფორტმატში შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მხარდაჭერის შესახებ დამატებით ინფორმაციას გამოვაცხადებთ", - აღნიშნა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა.