2020 წლიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მინიმუმ 120 შემთხვევა დავთვალეთ. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" (TI) 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც TI-ის ანგარიშშია ნათქვამი, მედია გარემოს გაუარესებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ვინაიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეებზე ეფექტური გამოძიების არ ქონა კიდევ უფრო ამწვავებს და ახალისებს მათზე თავდასხმის შემთხვევებს იმ ფონზე, "როცა გრძელდება ხელისუფლების წარმომადგენელთა აგრესიული და დამამცირებელი განცხადებები კრიტიკული მედიის მისამართით".
ანგარიშში ასევე საუბარია 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზეც, რა დროსაც არაერთი ჟურნალისტი ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების გამო დაზიანდა და ნათქვამია, რომ მასშტაბური თავდასხმის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან.
"დღემდე არ დასჯილან 2021 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე მასშტაბური თავდასხმის ორგანიზატორები, რა დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ტელეკომპანიების "მთავარის", "ფორმულასა" და "TV პირველის", ასევე On.ge-ს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში იცავენ. სარჩელი მიმართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის სათანადო პირობები", - წერს TI.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press