უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევებისთვის ძალიან კარგად არის მომზადებული, - ამის შესახებ ამერიკელმა, გენერალმა მარკ მილმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა არის ომში, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა, როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის და აღნიშნავს, რომ მიუხედავად კარგად მომზადებისა, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევებს.
"უკრაინა ომშია, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა უკრაინისთვის და გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის - ევროპისთვის, ამერიკისთვის, თუმცა ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის", - გაანაცხადა მარკ მილმა.
შეგახსენებთ, 3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა კონტრშეტევების დასაწყებად მზადაა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press