პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, ქართველ მოსამართლეებს სანქციები რაც შეიძლება მალე მოუხსნას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე აშშ-სგან ორი თვის განმავლობაში ითხოვდა მტკიცებულებებს, მაგრამ მათი მხრიდან მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა, აქედან გამომდინარე პაპუაშვილი აღნიშნულს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.
"მგონი სანქციებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილია. მგონი ორი თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს, ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. ამიტომ, მტკიცებულებების გარეშე მიღებულო გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს და პირიქით, მოვუწოდებ მე, რომ ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას. ვინაიდან, არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ადამიანზე თავდასხმა და შეტევა მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press