უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ და წარმატებას აღწევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილმე, ანა მალიარმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მთავარ ადგილებს იკავებს, მტერი კი თავდაცვის რეჟიმზეა გადასული და ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას.
"ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც დავიწყეთ 2022 წლის 24 თებერვალს. თავდაცვითი ოპერაცია მოიცავს მათ შორის კონტრშეტევით ქმედებებს. ამიტომ, ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ შეტევაზე გადავდივართ. ბახმუტის მიმართულებით წინ მივიწევთ ფართო ფრონტით. გვაქვს წარმატებები.
ვიკავებთ მთავარ ადგილებს. მტერი თავდაცვის რეჟიმზეა გადასული და ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას. ზუსტად იმის გამო, რომ რუსები ბახმუტში მარცხდებიან, ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. აღმოსავლეთ ნაწილში ლოკალური ბრძოლები ასევე გრძელდება", - განაცხადა მალიერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press