დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, უკრაინის მოლოდინები ვილნიუსში ნატოს სამიტთან დაკავშირებით.
როგორც კლევერლიმ აღნიშნა, უკრაინას დიდი ბრიტანეთის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს.
„მაშინ, როდესაც უკრაინა აგრძელებს შეუპოვარ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, მე ჩემი თვალით დავინახე ნამდვილი საშინელება და ის განადგურება, რაც რუსეთმა ამ სუვერენულ სახელმწიფოში განახორციელა“, - აღნიშნა ჯეიმს კლევერლიმ.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს ახლახან გამოქვეყნებული გეგმისთვის, რომელიც უკრაინელი მფრინავების მომზადებას ითვალისწინებს.
„ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას უწევს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press