"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, კადიროვთან დაკავშირებული პირების საქართველოში ყოფნას გამოეხმაურა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პერსპექტივა იმ კურსის, რომელიც ბიძინა "ივანიშვილის რეჟიმს აქვს, სწორედ კადიროველების მმართველობაა საქართველოში".
"ძალიან სიმბოლურია და სიმბოლურთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ პერსპექტივა, აი ამ კურსის რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, არის სწორედ კადიროვის მმართველობა საქართველოში. რას ნიშნავს პუტინის რუსეთის გავლენა, ამას აჩვენებს ის ჯოჯოხეთი, რასაც კადიროვი უწყობს თავისივე მოქალაქეებს ჩრდილოეთ კავკასიაში და რაც დაღესტანში ხდება - სისხლისღვრა, მოტაცებები, მკვლელობები. აი მაგათი საბოგინო უნდა გახდეს ქვეყანა თუ ეს კურსი არ დავამარცხეთ დემოკრატიულად რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში 3 ივნისს გავრცელდა საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში, სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვი და მისი წრე იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press