მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლებები ფუნდამენტური დემოკრატიისთვის,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვედანტ პატელი საქართველოში 2 ივნისის აქციაზე მოქალაქეების დაკავებას.
პატელის განცხადებით, განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან შეუსაბამოა.
"ჩვენმა საელჩომ თბილისში ისაუბრა ამის შესახებ შაბათ-კვირას. მე გავიმეორებ მათ ნათქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირთა საქმეებს, რომლებიც დააკავეს 2 ივნისს მშვიდობიანი აქცისას პარლამენტის წინ.
მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლებები ფუნდამენტური დემოკრატიისთვის. განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან, რომელთანაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს შეუერთდეს",- ამბობს ვედანტ პატელი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press