გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი, შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ, შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა ეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა.
„მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში, მაგრამ მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე, როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ შედარებით პატარა მასშტაბებია, 6 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია "რუსთავი 2", 6 მილიონით, თუ არ ვცდები. ეს რაც ვიცი მედიისგან და საერთოდ საქმიდან", - განაცხადა პრემიერმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press