დიახ, ენმ-ს აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები და რუსული პარტიის ისტერიკაც აბსოლუტურად გასაგებია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, "რუსული ოცნების" დამარცხება შეუძლებელია.
„როგორ ისტერიკაში ჩავარდა სრულიად რუსული პარტია და სახელისუფლებო მედია. დიახ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები. დიახ, ჩვენ პროდასავლურ ოპოზიციას ვუფრთხილდებით სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დიახ, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, რუსული ოცნების დამარცხება შეუძლებელია.
აბსოლუტურად სწორად ნერვიულობს რუსული პარტიის "ბოსობა". ინერვიულეთ და ზუსტად იცოდეთ, რომ უდიდესი ერთობა იქნება - შედგება სახელმწიფოს მოღალატეების წინააღმდეგ“, - წერს ხაბეიშვილი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press