უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ბუქარესტის ცხრიანის" სამიტზე ვიდეოჩართვისას, კახოვკის ჰესის აფეთქების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე მთელ კახოვკის ჰესს.
პრეზიდენტის თქმით, ჰესი რუსეთის მხრიდან იყო დანაღმული, რომელიც თავადვე ააფეთქეს.
"რუსეთმა ააფეთქა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი. ეს არის ადამიანის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში. და ამიტომ რუსეთის დამარცხება, რომელსაც ჩვენ მაინც ვუზრუნველყოფთ - იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაში თქვენთან, ჩვენს ევროპასთან და მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს.
პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა.
ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.
უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press