რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქება მორიგი ტერორისტული აქტია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
როგორც კრამონმა აღნიშნა, რუსეთი უკრაინელების გენოციდს აგრძელებს, ტერორისტული აქტები კი პარტნიორებს აიძულებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა უფრო გადამწყვეტი გახადონ.
"რუსეთის მიერ ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქება მორიგი ტერორისტული აქტია. ის საფრთხეს უქმნის ასიათასობით ადამიანს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს. რუსეთი აგრძელებს უკრაინელების გენოციდს და მათი ქვეყნის ეკოციდს. ტერორისტული აქტები გვაიძულებს უფრო გადამწყვეტი გავხადოთ უკრაინის მხარდაჭერა", - წერს კრამონი.
ცნობისთვის, უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს.
პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა.
ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.
უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press